გიორგი მარგველაშვილი: ქართულ დელეგაციას ზურგს უმაგრებს საქართველოს პარლამენტის უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია

ქართულ დელეგაციას ზურგს უმაგრებს უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია, რომელიც ერთად მიიღეს საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურმა ძალებმა, – ამის შესახებ ვარშავაში, ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დოკუმენტში გამოთქმულია მხარდაჭერა ნატოს კურსის ურყევი ნებისადმი.
„ვარშავის სამიტზე ჩვენს დელეგაციას ზურგს უმაგრებს უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია, რომელიც ერთად მიიღეს საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურმა ძალებმა, სადაც მხარი აქვს დაჭერილი საქართველო-ნატოს კურსის  ურყევ ნებას. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელსაც ყველა პარტია, როგორც ოპოზიციური, ასევე სახელისუფლო აწერს ხელს. მინდა, მადლობა ვუთხრა ამ პარტიებს, რადგან როდესაც საქმე ეხება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტებებს, ქვეყნის ინტერესებს, ქართულ პოლიტიკურ ძალებს აქვთ უნარი, გაერთიანდნენ და ერთიანი პოზიცია დააფიქსირონ ქვეყნის სასარგებლოდ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

NATO

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები