სირიაში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

ამერიკული სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავი MQ-9 Reaper სირიაში ჩამოვარდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ აშშ-ის საჰაერო ძალებიდან აცნობეს.
თვითმფრინავი სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ჩამოვარდა, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობდა.
შეერთებული შტატების სამხედროები აცხადებენ, რომ უპილოტო აპარატი არ ჩამოუგდიათ. ამ ინფორმაციის მიხედვით, ტექნიკური გაუმართაობის აღმოჩენის შემდეგ კოალიციურმა ძალებმა თავად გაანადგურეს თვითმფრინავი, რათა ის ტერორისტების ხელში არ ჩავარდნილიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები