ანაკლიაში აეროპორტი აშენდება

   ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ფარგლებში აეროპორტის მშენებლობაც იგეგმება – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მას ექნება განსაკუთრებული შესაძლებლობები სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით.

“საერთაშორისო აეროპორტის აშენება პორტთან ახლოს არის დაგეგმილი. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა და აეროპორტის მშენებლობა ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, საქართველოს ტერიტორიის გავლით ტვირთნაკადის ზრდასა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სერიოზულ განვითარებას. ანაკლიაში პორტისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის სამშენებლო კვლევებს საერთაშორისო საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიები აწარმოებენ“,-აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები