თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ტერორისტული შეტევის შედეგად სამი სამოქალაქო პირი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
თავდასხმა მარდინის პროვინციაში მოხდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ხიდზე იყო დამონტაჟებული და იმ მომენტში აფეთქდა, როდესაც მას პოლიციის მანქანა მოუახლოვდა. თავდასხმის შემდეგ მარდინში პოლიციამ სპეცოპერაცია დაიწყო. „ანადოლუს“ ცნობით, 2015 წლის შემდეგ, როდესაც თურქეთის სამთავრობო ძალებსა და ქურთ „ბოევიკებს“ შორის შეტაკებები განახლდა, თურქეთის მხრიდან 600 ადამიანი, ხოლო „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მხრიდან 5000-ზე მეტი „ბოევიკი“ დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები