სტამბოლის აეროპორტში ორი პირი დააკავეს

„ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ორი პირი დააკავეს სტამბოლის აეროპორტში. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულები ყირგიზეთისა და უკრაინის მოქალაქეები არიან.
თურქეთის პოლიციის ინფორმაციით, ამ პირებს სხვა ადამიანების კუთვნილი პირადობის მოწმობები და „სამხედრო დანიშნულების ნივთები“ აღმოაჩნდათ.
ცნობისთვის, სტამბოლის აეროპორტში 28 ივნისს მომხდარ ტერაქტს 45 ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის პოლიციამ ამის შემდეგ მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები