ერაყის დედაქალაქში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 151-მდე გაიზარდა

151-მდე გაიზარდა ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. 185 ადამიანი დაიჭრა. თავდაპირველად ინფორმაცია 60 დაღუპულის შესახებ გავრცელდა. აფეთქება „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოაწყო. ტერაქტი სავაჭრო რაიონში მოხდა, სადაც იმ მომენტში ხალხმრავლობა იყო.
შეგახსენებთ, რომ ერაყის ჯარი ამჟამად „ისლამურ სახელმწიფოს“ მთელ ფრონტზე უტევს. ტერორისტებისგან უკვე გათავისუფლდა ქალაქი ფალუჯა და ამჟამად ბრძოლები ქალაქ მოსულის მახლობლად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები