რუსეთში მაშველებმა 3 დღის წინ ჩამოვარდნილი „ილ-76“-ის ეკიპაჟის 10 წევრის ცხედარი აღმოაჩინეს

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, მაშველებმა თვითმფრინავის, „ილ-76“-ის ეკიპაჟის 10 წევრის ცხედარი აღმოაჩინეს. თვითმფრინავმა კატასტროფა 1-ელ ივლისს, ტყის ხანძრის ჩაქრობის დროს განიცადა. რუსეთის საავიაციო კომიტეტის წარმომადგენლებმა კატასტროფის ადგილი უკვე მოინახულეს. თვითმფრინავი მთლიანად დაიწვა. „ილ-76“-ის ჩამოვარდნის მთავარ ვერსიად ტექნიკის გაუმართაობა და „გარე ფაქტორების ზემოქმედება“ სახელდება. როგორც ცნობილია, ხანძრის ადგილას ძლიერი კვამლი დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები