საუდის არაბეთში ტერაქტი მოხდა

საუდის არაბეთში, აშშ-ის საკონსულოსთან, ქალაქ ჯადაში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. აფეთქების დროს ორი პოლიციელიც დაშავდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, პოლიციელებმა ჭრილობა იმ მომენტში მიიღეს, როდესაც თვითმკვლელი ტერორისტის შეჩერებას ცდილობდნენ. ქალაქ ჯადაში აშშ-ის საკონსულო თავდასხმის ობიექტი 2009 წელსაც გახდა. მაშინ 9 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები