ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში აფეთქება მოხდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში აფეთქება მოხდა. უცხოური მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად, ერთი მამაკაცი დაშავდა, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულია.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცი კლდოვან ადგილზე ადიოდა, რა დროსაც, აფეთქება მოხდა. მას ფეხი დაუზიანდა – შესაძლოა, მისი ამპუტირება გახდეს საჭირო.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები დგინდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები