პაკისტანში წყალდიდობამ, 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

პაკისტანში მომხდარმა წყალდიდობამ, 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
„ბი-ბი-სი“-ს ცნობით, სტიქია ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ჩიტრალის ოლქში მძვინვარებს.
მათივე ინფორმაციით, წყალმა მეჩეთი და ყველა ის ადამიანი წაიღო, რომელიც სამლოცველოში იმყოფებოდა.
სტიქიის შედეგად რამდენიმე სახლი სრულად განადგურდა. ამ დროისთვის ადგილობრივი პოლიციის სამმართველოს რვა თანამშრომელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები