თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ავარია ბოლუს პროვინციაში მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი, რომელიც საღებავით იყო დატვირთული, გვირაბის მახლობლად ბეტონის მოაჯირს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. მანქანაში მყოფი ხუთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. „ანადოლუ“ იუწყება, რომ თურქეთში ამჟამად მუსულმანური დღესასწაულის, რამადანის დასასრულია და ბევრი ოჯახი ზღვაზე დასასვენებლად მიდის. შარშან ამ პერიოდში ავტოავარიების შედეგად თურქეთში 70 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები