პოროშენკო რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე ტერაქტების ორგანიზებაში ადანაშაულებს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე ტერაქტების ორგანიზებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ბულგარულ ტელეარხს bTV-ს განუცხადა.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენ 300 ტერორისტული თავდასხმა აღვკვეთეთ, რომელსაც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაცია ამზადებდა. ჩვენ რამდენიმე ტერორისტი დავაკავეთ, რომლებსაც ასაფეთქებელი მოწყობილობები ჰქონდათ და ისინი მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ“ – განაცხადა პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტერორისტული შეტევები უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით მზადდებოდა. ტერაქტების მოწყობა კიევში, ოდესაში, ნიკოლაევში, ხარკოვში, ლვოვში, ხერსონში და ზაპოროჟიეში იგეგმებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები