თურქეთის საჰაერო ძალებმა ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 27 პოზიცია დაბომბეს

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 27 პოზიცია დაბომბეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. თვითმფრინავები ქურთი „ბოევიკების“ პოზიციები გარას და ზაფის რეგიონებში დაბომბეს. განადგურებულია მათი თავშესაფრები და სხვა ინფრასტრუქტურა.
ცნობისთვის, აღმოსავლეთ თურქეთში „ქურთთა მუშათა პარტიასა“ და თურქეთის უსაფრთხოების ძალებს შორის 2015 წლის ივლისში შეიარაღებული დაპირისპირების განახლების შემდეგ 600 თურქი სამხედრო და პოლიციელი დაიღუპა, ხოლო ტერორისტების მხრიდან 7 700 ადამიანია განადგურებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები