ბანგლადეშის დედაქალაქის ერთ-ერთ კაფეში ისლამისტებმა 20 მძევალი მოკლეს

ბანგლადეშის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქ დაქას ერთ-ერთ კაფეში ისლამისტებმა 20 მძევალი მოკლეს. ბანგლადეშის უშიშროების ძალებმა დღეს დილით კაფე შტურმით აიღეს და 13 მძევალი გაათავისუფლეს. მოკლულია 6 ტერორისტი.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, გათავისუფლებულ მძევალთა შორის იაპონიის და შრი-ლანკის მოქალაქეები არიან. იტალიის საელჩოს ინფორმაციით, მძევალთა შორის იტალიის შვიდი მოქალაქეც იყო.
ტერორისტების მიერ კაფეში შეჭრის დროს პოლიციის ორი თანამშრომელიც დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები