სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

16 მშვიდობიანი პირი დაიღუპა სირიის საჰაერო ძალების მიერ ქალაქ ალეპოზე განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად. სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვები არიან. დაჭრილია 25 ადამიანი.
სირიაში 2011 წლიდან სამოქალაქო ომი მძვინვარებს. ქალაქი ალეპო სირიის უდიდესი დასახლებული პუნქტია და ის ოპოზიციის ხელშია. სირიის სამთავრობო ძალები და რუსული ავიაცია ალეპოს რეგულარულად ბომბავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები