უკრაინის ქალაქ მარიუპოლთან ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და ერთი დაიჭრა უკრაინის ქალაქ მარიუპოლთან ნაღმის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება. როგორც ფეისბუქში უკრაინელმა აქტივისტებმა დაწერეს, სამხედროები თვითნაკეთ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდნენ. ამავე ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გაიხსნა 82 და 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნებიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები