თურქეთში ავიაკატასტროფა მოხდა

თურქეთში მომხდარ ავიაკატასტროფას ორი ადამიანი ემსხვერპლა. სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, სასწავლო თვითმფრინავი ბალიკესირის პროვინციაში ჩამოვარდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით თვითმფრინავი თურქეთის აერონავტიკის ასოციაციის ბაზიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ მას ცეცხლი გაუჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები