ერაყის ქალაქ მოსულთან „ისლამური სახელმწიფოს“  ორი ლიდერი მოკლეს

ერაყის ქალაქ მოსულთან „ისლამური სახელმწიფოს“ ორი ლიდერი მოკლეს. ამის შესახებ პენტაგონი იუწყება.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, მოკლულია ბასიმ მუჰამედ ახმად სულთან ალ-ბაქარი. ის 2014 წელს მოსულის აღებას პირადად ხელმძღვანელობდა. მეორე მოკლული მაღალჩინოსანი „ბოევიკი“ ჰათიმ თალიბ ალ-ჰამდუნია. ის ისლამისტების ერთ-ერთ შენაერთს ხელმძღვანელობდა.
პენტაგონში ამბობენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ორი ლიდერის განადგურება ქალაქ მოსულის გათავისუფლებას შეუწყობს ხელს. ეს ქალაქი ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ძირითადი დასაყრდენია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები