ბანგლადეშის დედაქალაქში სპეცრაზმმა ერთ-ერთი კაფე შტურმით აიღო

ბანგლადეშის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის დედაქალაქში ერთ-ერთი კაფე შტურმით აიღეს. იქ ტერორისტებს მძევლად ოცამდე ადამიანი ჰყავდათ აყვანილი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, 13 მძევალი გათავისუფლებულია. ბანგლადეშში იტალიის საელჩოს ინფორმაციით, მძევალთა შორის იტალიის 7 მოქალაქე იყო. ასევე იქ იაპონიის და ინდოეთის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.
პოლიციის ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა ექვსი თავდამსხმელი მოკლეს. ასევე დაიღუპა ორი პოლიციელი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეიარაღებულ პირთა ჯგუფი კაფეში Holey Artisan Bakery-ში შევარდა. მათ 26 ადამიანი დაჭრეს, მათ შორის 10 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
კაფე ბანგლადეშის დედაქალაქ დაქას პრესტიჟულ უბანში მდებარეობს. ის მდიდარ ხალხში და უცხოელ დიპლომატებში ძალიან პოპულარულია.
მედიის ცნობით, თავდამსხმელები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან დაკავშირებულები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები