სტამბოლის აეროპორტში ტერაქტი რუსეთის მოქალაქეებმა მოაწყვეს

Скорые в аэропорту Стамбула, ставшего объектом атаки смертников 28 июня 2016 года. Турция в четверг назвала гражданами России, Узбекистана и Киргизии смертников, убивших 43 человека в аэропорту Стамбула на этой неделе. REUTERS/Osman Orsal

თურქმა სამართალდამცველებმა ორი ტერორისტის ვინაობა დაადგინეს, რომლებმაც 28 ივნისს სტამბოლის აეროპორტში თავი აიფეთქეს. ისინი რუსეთის მოქალაქეები – რაკიმ ბულგაროვი და ვადიმ ოსმანოვი არიან. გამოძიებამ თავდასხმის ადგილას მათი პასპორტები აღმოაჩინა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სტამბოლის აეროპორტში ტერაქტში მონაწილე პირები რუსეთის, უზბეკეთის და ყირგიზეთის მოქალაქეები არიან.
ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში 28 ივნისს მომხდარ ტერორისტულ შეტევას 44 ადამიანი ემსხვერპლა და 244 დაიჭრა. თურქეთის ხელისუფლება ტერაქტში „ისლამურ სახელმწიფოს“ ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები