იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მომხდარი სროლის შედეგად. „ბი-ბი-სის“ ცნობით, დაუდგენელმა პირმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნა, რომელშიც ებრაელები იმყოფებოდნენ.
თავდასხმა იმ ადგილთან ახლოს მოხდა, სადაც ხუთშაბათს 19 წლის პალესტინელმა 13 წლის ებრაელი გოგონა მოკლა.
ამ შემთხვევამდე ერთი საათით ადრე კი ხევრონში პალესტინელი ქალი მოკლეს, რომელიც პოლიციელს დანით თავს დაესხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები