დიდი ბრიტანეთი ერაყში დამატებით ქვედანაყოფებს გააგზავნის

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ერაყში დამატებით 250 სამხედრო მოსამსახურეს გააგზავნის. ისინი ერაყელ სამხედროებს გაწვრთნიან, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვიან.
როგორც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში გამოცემა „ინდეფინდენტს“ განუცხადეს, ერაყში გაგზავნილ სამხედროებს შორის 50 ინსტრუქტორი აინ-ალ-ასადის ავიაბაზაზე ერაყელ სამხედროებს გაწვრთნის, შტაბის 30 თანამშრომელი და ინჟინერი შესაბამის ინფრასტრუქტურას შექმნის, ხოლო 90 სამხედრო მოსამსახურე ბაზის დაცვით იქნება დაკავებული.
ამჟამად დიდ ბრიტანეთს ერაყში 1 100 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს. ისინი ქურთ მოხალისეებს და ერაყის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ამზადებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები