ბარაკ ობამა რუსეთს სირიაში სამხედრო თანამშრომლობას სთავაზობს

 

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთს სირიაში ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში სამხედრო თანამშრომლობას სთავაზობს. ობამას აზრით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ახალი შეთანხმების ხელმოწერაა შესაძლებელი. ამის შესახებ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, ამის სანაცვლოდ რუსეთმა ოპოზიციური ძალების დაბომბვა უნდა შეწყვიტოს.
მანამდე პენტაგონის წარმომადგენელმა მეთიუ ალენმა განაცხადა, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმი რუსეთსა და აშშ-ს შორის ეფექტურად მუშაობს.
ამასთანავე, ალენმა დაამატა, რომ აშშ არ აპირებს სირიაში რუსეთთან ერთობლივი ოპერაციების ჩატარებას და მომავალშიც აპირებს ადგილობრივ ძალებს დაეხმაროს, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები