ჩეხეთის პრეზიდენტი ევროკავშირსა და ნატოში წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის

ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნის წევრობაზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის.
ამასთან, ის აცხადებს, რომ პირადად ორივე ორგანიზაციაში დარჩენას მისცემს ხმას. „მე არ ვეთანხმები ევროკავშირიდან გასვლას, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რეფერენდუმი ჩავატარო, სადაც ყველა შეძლებს, თავისი პოზიცია გამოთქვას“, – განუცხადა ზემანმა სააგენტო „როიტერს“.
სააგენტოს ცნობით, ჩეხეთის პრეზიდენტს რეფერენდუმის დანიშვნის უფლებამოსილება არ აქვს. ამისთვის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაა აუცილებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები