ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააგრძელა

რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ევროკავშირმა დღეს 2017 წლის იანვრის ბოლომდე გააგრძელა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა – ჯერ კიდევ მაისის ბოლოს ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ სანქციები იქამდე იმოქმედებს, ვიდრე რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინასთან დაკავშირებით მინსკში მიღწეულ შეთანხმებებს არ შეასრულებს.
ევროკავშირმა და აშშ-მ მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2014 წელს დააწესეს. ეს გადაწყვეტილება დასავლეთმა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის საპასუხოდ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები