სირიის ოპოზიციურმა ძალებმა დამასკოს მახლობლად სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

სირიის ოპოზიციის შენაერთებმა დამასკოს მახლობლად სამთავრობო ძალების საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სირიის სახელმწიფო წყაროების ცნობით, თვითმფრინავი ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა, თუმცა ოპოზიცია ირწმუნება, რომ მათ საჰაერო ხომალდი ჩამოაგდეს. პილოტმა კატაპულტირება მოახერხა.
მოძრაობა „ჯეიშ ალ -ისლამის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ პილოტი ტყვედ აიყვანეს. მიმდინარე წელს სირიის ოპოზიციურმა შენაერთებმა სამთავრობო ძალების სულ მცირე ორი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები