ავსტრიაში საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა

ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. შესაბამისი სარჩელი სასამართლოში მემარჯვენე -ნაციონალისტურმა პარტიებმა შეიტანეს. ახლა ავსტრიაში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომელთა მომზადებას 2-3 თვე დასჭირდება. მანამდე კი პრეზიდენტის ფუნქციებს ავსტრიის ნაციონალური საბჭოს პრეზიდიუმი შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ მაისის ბოლოს ავსტრიაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში „მწვანეთა” ლიდერმა ალექსანდრე ვან დერ ბელენმა მოიგო, რომელმაც კონკურენტს 0,6% გაასწრო. თუმცა ავსტრიის „ნაციონალისტურმა პარტიამ“ მრავალრიცხოვანი დარღვევის შესახებ განაცხადა და არჩევნების შედეგები სასამართლოში გაასაჩივრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები