ათათურქის აეროპორტში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა

44-მდე გაიზარდა სტამბოლში, ათათუქრის სახელობის აეროპორტში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. სტამბოლის საავადმყოფოში ტერაქტის დროს დაჭრილი 25 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
როგორც მანამდე თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფკან ალამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაღუპულთა შორის 19 უცხოელია. დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი, მათგან 94 ადამიანი ჯერ კიდევ საავადმყოფოებში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები