უკრაინის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ 10 წელიწადში ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი დარწმუნებულია, რომ 10 წლის შემდეგ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება. ამის შესახებ გროისმანმა გაზეთ Funke Mediengruppe-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ევროპული გზით მივდივართ. ეს თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს და ძლიერ ეკონომიკას ნიშნავს. მან ასევე აღნიშნა უკრაინის წარმატებები კორუფციასთან ბრძოლის საკითხში და ევროპულ კანონმდებლობასთან უკრაინის კანონების ჰარმონიზაციის მნიშვნელობა. ამასთანავე, ქვეყნის პრემიერი აღნიშნავს, რომ უკრაინაში კიდევ ბევრია გასაკეთებელი ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის სასამართლო რეფორმა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების აუცილებლობა.
გროისმანმა ასევე კომენტარი გააკეთა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ბრიტანელებმა ევროკავშირში დარჩენას მისცეს ხმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები