თურქეთში ტერაქტებში ეჭვმიტანილი 11 უცხოელი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ 11 უცხოელი დააკავა. ისინი თვითმკვლელ ტერორისტებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები, რომლებმაც სტამბოლის აეროპორტში 28 ივნისს ტერაქტი მოაწყვეს. ამის შესახებ ტელეკომპანია Haberturk იუწყება.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაკავებულები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან დაკავშირებულები. მათ შორის რუსეთის მოქალაქეებიც არიან. წინა დღეს „როიტერი“ იუწყებოდა, რომ თვითმკვლელ ტერორისტთა შორის რუსეთის, უზბეკეთის და ყირგიზეთის მოქალაქეები იყვნენ. ათათურქის აეროპორტში ტერაქტთან კავშირისთვის უკვე 24 ადამიანია დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 43 ადამიანი დაიღუპა და 243 დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები