„კრისტის“ აუქციონზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის და მისი მეუღლის ნივთებია გატანილი

აშშ-ის მე-40 პრეზიდენტის რონალდ რეიგანის და მისი მეუღლის, ნენსის პირადი ნივთების კოლექცია ლონდონში, „კრისტის“ აუქციონზეა გატანილი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. გასაყიდ ნივთებს შორის არის სამკაულები, ხელოვნების ნიმუშები, წიგნები, ასევე ავეჯი რეიგანების სახლიდან.
„კრისტის“ ინფორმაციით, აუქციონზე გატანილი ნივთების ფასი 10-დან 50 ათას დოლარამდე იქნება. მთლიანად კი ამ გაყიდვებიდან 2 მილიონი აშშ დოლარის მიღება იგეგმება. ეს თანხები პრეზიდენტის ფონდის პროექტების და რონალდ რეიგანის ინსტიტუტის დაფინანსებაზე დაიხარჯება.
13550915_10206283538278980_1529731965_n
13576320_10206283538158977_473468364_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები