დიმიტრი მედვედევმა მთავრობას თურქეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის პაკეტის შემუშავება დაავალა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მთავრობას თურქეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის პაკეტის შემუშავება დაავალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
როგორც რუსეთის პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სანქციების ეტაპობრივად მოიხსნება.
„აქ ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ რუსმა მწარმოებლებმა არ იზარალონ, ვინაიდან გარკვეული ნიშა მათ უკვე დაიკავეს“, – განაცხადა მედვედევმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა თურქეთს რუსი ტურისტების უსაფრთხოების გარანტიები უნდა მოსთხოვოს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები