Habertürk – სტამბოლის აეროპორტში აფეთქებული ერთ-ერთი თვითმკვლელი ტერორისტი შესაძლოა, ჩეჩენი იყოს

ერთ-ერთი თვითმკვლელი ტერორისტი, რომელმაც სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში თავი აიფეთქა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მკვიდრი იყო. ამის შესახებ თურქული გამოცემა Habertürk-ი იუწყება.
გამოცემა უსაფრთხოების კამერების ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს, რომელზეც სამივე ტერორისტია დაფიქსირებული. ერთ-ერთი მათგანი წარმოშობით ჩეჩენია, რომელიც თურქეთში სირიის ქალაქ რაქადან ჩავიდა. ეს დასახლებული პუნქტი სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ არაოფიციალური დედაქალაქია.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლის აეროპორტში 28 ივნისს მომხდარ ტერაქტს 41 ადამიანი ემსხვერპლა, 240 ადამიანი კი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები