სტამბოლის აეროპორტში ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 13 პირი დააკავეს
თურქეთის სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში ტერაქტის ორგანიზებასთან კავშირში ეჭვმიტანილი 13 პირი დააკავეს.
სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, თურქეთის პოლიციამ სტამბოლსა და იზმირის რამდენიმე რაიონში „ისლამური სახელმწიფოს“ საიდუმლო რგოლების გამოსავლენად სპეცოპერაციები ჩაატარა. მასში პოლიცია, სპეცრაზმი და ტერორიზმთან ბრძოლის ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლის აეროპორტში 28 ივნისს მომხდარ ტერაქტს 41 ადამიანი ემსხვერპლა, 240 ადამიანი კი დაიჭრა.