„კვლევის შედეგები გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ“

კვლევის შედეგები გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ ოქტომბერის არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ – ასევე შეაფასა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრმა სოფიო კილაძემ შიდაპარტიული კვლევა.
„ვენდობით კვლევის შედეგებს და ის ფაქტი, რომ „ქართულ ოცნებას” აქვს მოსახლეობის უფრო მეტი მხარდაჭერა, ვიდრე სხვა პარტიებს, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ ოქტომბერის არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ”, – აღნიშნა პოლიტიკური საბჭოს წევრმა.
სოფიო კილაძის თქმით, არჩევნებამდე დარჩენილი დროის განმავლობაში პარტია საზოგადოებას გააცნობს ხელისუფლების საქმიანობის მიღწევებსა და იმ დაპირებებს, რასაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” უახლოესი 4 წლის განმავლობაში გეგმავს.
ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შიდა სოციოლოგიური კვლევებით „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 13%-მდეა, „ქართული ოცნების“ კი 35%-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები