ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ თინა ხიდაშელის მიერ წვევამდელების გაწვევის გაუქმების გადაწყვეტილება პოპულისტურია
საკანონმდებლო ორგანის წარმომადგენელი, „მრეწველთა პარტიის“ თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის გადაწყვეტილება, რომელიც წვევანდელების გაწვევის გაუქმებას უკავშირდება, პოპულისტურია და საარჩევნო კამპანიას უკავშირდება.
„თავდაცვის მინისტრის ბოლო ბრძანება უკავშირდება წვევამდელების გაწვვეის გაუქმებას. ესეც პოპულისტურია და წინასაარჩევნო კამპანიას ემსახურება. ეს იყო სუფთა წყლის პოპულისტური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ვიღაცის გული მოიგოს. ასეთი საკითხის გადაწყვეტის ერთპიროვნული უფლება, არც მორალური და არც იურიდიული, მინისტრს, არ გააჩნია. ეს საკითხი უნდა განხილული უშიშროების საბჭოზე, მთავრობაში და, სხვათა შორის, მიკვირს, რატომ არ აუქმებს მთავრობა ამ ბრძანებას და რატომ ელოდება სხვა მინისტრის მოსვლას იმისათვის, რომ ეს ბრძანება გაუქმდეს? ზემდგომ ორგანოს თავისუფლად შეუძლია ამ ბრძანების გაუქმება. არაერთი განცხადება გაკეთდა პრეზიდენტის უშიშროების საბჭოს და მთავრობის წევრების მხრიდან და მეტი რაღა უარყოფითად უნდა შეფასდეს ეს გადაწყვეტილება“,- განაცხადა ტყემალაძემ.