ზაალ კასრელიშვილი – ტერორისტების სამიზნე, თურქეთის გარდა, საქართველო და აზერბაიჯანია

„კავკასიის ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე, ანალიტიკოსი ზაალ კასრელიშვილი მიიჩნევს, რომ თურქეთის გარდა, ტერორისტების სამიზნე ქვეყნები საქართველო და აზერბაიჯანია. მისივე განცხადებით, თურქეთსა და რუსეთს შორის შემდგარი შეთანხმება კავკასიაზე ნეგატიურად იმოქმედებს.
„როგორც გითხარით, თურქეთის გარდა სამიზნე ქვეყნები აზერბაიჯანი და საქართველოა, პოსტსაბჭოური სივრცის ისლამური სახელმწიფოებიდან კი – ყაზახეთი, უზბეკეთი.
თუ რუსეთსა და თურქეთს შორის შედგა შეთანხმება ანტიტერორისტული თანამშრომლობის შესახებ, მაშინ, პირველ რიგში, ჩვენ ამას კავკასიაში ვიგრძნობთ, არეულობით“,- განაცხადა კასრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები