ზურაბ ბიგვავა: „ქართული ოცნების“ ლიდერის რეიტინგი გაიზარდა და გამყარდა

სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შიდა კვლევის შედეგებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, პარტია „ქართულ ოცნებას“ 35%-იანი, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 13%-იანი რეიტინგი აქვს.
ზურაბ ბიგვავას ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერ გიორგი კვირიკაშვილს 42%-იანი რეიტინგი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ დავით ბაქრაძეს 21% .
როგორც ის აცხადებს, „ქართული ოცნების“ ლიდერის რეიტინგი გაიზარდა და გამყარდა”.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ეს რეიტინგი წინა თვესთან შედარებით გაზრდილია, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ შემცირებული.
გამოკითხულთა 65% აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება გაიმარჯვებს.
როგორც სოციოლოგმა თქვა, ეს არ არის “ქართული ოცნების” საბოლოო რეიტინგი, რადგან პარტიას საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაუწყია.
სოციოლოგიური კვლევის დროს 1500 ადამიანი გამოკითხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები