ობამა თურქეთს აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამოძიებაში დახმარებას სთავაზობს
აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა თურქეთს სტამბულის ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამოძიებაში დახმარებას სთავაზობს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ მან თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
“ამერიკის პრეზიდენტმა თურქეთს გამოძიების პროცესში მხარდაჭერა და ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით თანადგომა შესთავაზა“, – განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა ჯოშ ერნესტმა.