კიბერუსაფრთხოების ბიუროს ესტონეთის ელჩი პრიიტ ტურქი ეწვია

დღეს კიბერუსაფრთხოების ბიუროს საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი პრიიტ ტურქი ეწვია.
კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველო-ესტონეთს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ეტაპების შეჯამებას საქართველოში ელჩის რანგში მოღვაწეობის განმავლობაში.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბატონ პრიიტ ტურქის ღვაწლს საქართველოს თავდაცვის სფეროს კიბერუსაფრთხოების განვითარებაში. მხარეებმა ასევე, განიხილეს ქვეყნებს შორის კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები და ივლისის თვეში ესტონეთის რესპუბლიკაში კიბერუსაფრთხოების ბიუროს დელეგაციის დაგეგმილი ვიზიტის დეტალები.
პრიიტ ტურქი ასრულებს საქართველოში მის დიპლომატიურ მისიას. მისი ელჩობის პერიოდში, ესტონეთის მხრიდან დაიგეგმა და განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები, როგორიცაა: უწყებათშორისი ტრენინგები ეროვნულ დონეზე კიბერუსაფრთხოების კუთხით, ესტონეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი კიბერუსაფრთხოების ბიუროში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფორმატში ესტონელი კიბერექსპერტის ჩართვა, მოლაპარაკებები კიბერჰიგიენის პლატფორმისა და ეროვნული სავარჯიშოს დანერგვასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა პრიიტ ტურქის ღვაწლს საქართველოს თავდაცვის სფეროს კიბერუსაფრთხოების განვითარებაში.
მხარეებმა ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები და ივლისის თვეში ესტონეთის რესპუბლიკაში კიბერუსაფრთხოების ბიუროს დელეგაციის დაგეგმილი ვიზიტის დეტალები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები