კემერონი – ევროკავშირის ლიდერების ბოლო შეხვედრა „სინანულის და მოწყენილობის“ ატმოსფეროში გაიმართა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების ბოლო შეხვედრა „სინანულის და მოწყენილობის“ ატმოსფეროში გაიმართა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამასთანავე, კემერონი ამბობს, რომ ევროპელი ლიდერები ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ გადაწყვეტილებას პატივისცემით შეხვდნენ. დიდი ბრიტანეთის პრემიერი ასევე აცხადებს, რომ ევროკავშირმა სუვერენიტეტისა და მის შიგნით გადაადგილების საკითხები უნდა დაამუშაოს. ევროკავშირის ლიდერები აღნიშნავენ, რომ დიდ ბრიტანეთთან არანაირი არაფორმალური მოლაპარაკებები არ გაიმართება, ვიდრე ლონდონი ევროკავშირის 50-ე მუხლს არ აამოქმედებს, რომელიც ორგანიზაციიდან გასვლის პროცესის დაწყებას ნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები