თურქეთის არტილერიამ და კოალიციის ავიაციამ “ისლამური სახელმწიფოს“ 15 პოზიცია დაბომბა
თურქეთის შეიარაღებული ძალების არტილერიამ და საერთაშორისო კოალიციის ავიაციამ ჩრდილოეთ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 15 პოზიცია დაბომბა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
პოზიციებზე განადგურებულია სარაკეტო დანადგარები, რომლითაც ტერორისტები თურქეთის ტერიტორიის დაბომბვას აპირებდნენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქულმა ავიაციამ ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ პოზიციები დაბომბა.