სომხეთის საარჩევნო უბნებში ვიდეოკამერები დამონტაჟდება

სომხეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერების დამონტაჟებას ითვალისწინებს.
ახალი კანონის მიხედვით, კენჭისყრის პროცედურის ტრანსლირება ინტერნეტით შედგება, ხოლო ყველა უბნიდან მიღებული ხმები სპეციალურად შექმნილ საიტზე დაითვლება.
გარდა ამისა, დაგეგმილია სპეციალური წინასწარი რეგისტრაციის შემოღება თითების ანაბეჭდების გამოყენებით. ახალი სისტემის დანერგვა დაახლოებით 16 მილიონი ევრო დაჯდება, რომელთაგან სომხეთის მთავრობა 3 მილიონს გამოყოფს, დარჩენილი თანხის მოძიება კი დონორების დახმარებით იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები