თურქეთის ელჩი საქართველოს სოლიდარობისათვის მადლობას უხდის

საქართველოში თურქეთის ელჩი საქართველოს სოლიდარობისათვის მადლობას უხდის.
როგორც დღეს ჟურნალისტებს ზექი ლევენდ გუმრუქჩუმ განუცხადა, საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გამოხატა მწუხარება და სოლიდარობა.
„მადლობა მინდა გადავუხადო საქართელოს სოლიდარობისა და თანანშრომლობისთვის, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია. საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გამოხატა მწუხარება და სოლიდარობა თურქეთის, თურქი ხალხის მიმართ. მალევე გამოეხმაურნენ მომხდარს პრეზიდენტი მარგველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჯანელიძე, პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენელი, ოპოზიცია, თუ ხალხი. ყველა გვისამძიმრებს. მადლობელი ვართ ამისთვის, რადგან ასეთი ტიპის სოლიდარობა და ნამადვილი მეგობრობა გვაძლიერებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები