ქერი – ობამამ შესაძლოა, დიდ ბრიტანეთთან ცალკე ხელშეკრულება გააფორმოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ობამამ შესაძლოა, დიდ ბრიტანეთთან და ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმება ერთდროულად გააფორმოს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. „ბი-ბი-სი“ წერს, რომ ვაშინგტონი ძალზე აღშფოთებულია ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე ბრიტანელი ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. „ბრექსითის“ რეფერენდუმამდე რამდენიმე დღით ადრე ობამა მოუწოდებდა ბრიტანელებს, რომ ევროკავშირში დარჩენისთვის მიეცათ ხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები