ფედერიკა მოგერინი: ევროკავშირი დგას თურქ ხალხთან ერთად, ჩვენი გულები მათთან არის

„ევროკავშირი დგას თურქ ხალხთან ერთად“ – ამ სიტყვებით ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმონადგენელი ფედერიკა მოგერინი თურქეთში მომხდარ ტერაქტს.
„კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა თურქეთში. ევროკავშირი დგას თურქ ხალხთან ერთად. ჩვენი გულები მათთან არის“, – წერს ფედერიკა მოგერინი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის არიან უცხოელები, ასევე ბავშვები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები