უნგრეთი აზერბაიჯანში წამლების წარმოებას გეგმავს
უნგრული ფარმაცევტული კომპანიები აზერბაიჯანში წამლების წარმოებას აპირებენ. ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა შახინ მუსტაფაევმა განაცხადა.
„აზერბაიჯანი-უნგრეთის სამთავრობათაშორისო კომისიის მეექვსე სხდომაზე ჩვენ აზერბაიჯანში უნგრული წამლების წარმოების შესაძლებლობა განვიხილეთ. იმედი მაქვს, ამ მხრივ კონკრეტული სამუშაო მალე დაიწყება“, – განაცხადა მინისტრმა.
ერთობლივი ფარმაცევტული კომპანიის შექმნის საკითხი ურთიერთგაგების მემორანდუმით არის გათვალისწინებული, რომლის ხელმოწერაც ბაქოში სამშაბათს შედგა.