ლიბანში ზღვის კუ სელფის გამო სასტიკად აწამეს (ვიდეო)
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პლაჟზე დამსვენებლებმა სელფების გადაღების გამო სასტიკად აწამეს ზღვის კუ, რომელიც ტალღებმა ნაპირზე გამორიყა.
თვითმხილველების თქმით, ნაპირზე გამორიყულ კუს რამდენიმე ბავშვი ფეხით დაადგა, ხოლო უფროსები ამ დროს ფოტოებს იღებდნენ. ამის შემდეგ კუს ჯოხები ურტყეს. კუ, რომელმაც სერიოზული ტრავმები მიიღო, ცხოველთა დაცვის საზოგადოების, Animals Lebanon-ის წარმომადგენლებმა გადაარჩინეს. მათი ინფორმაციით, ზღვის კუს თავის ქალა ჰქონდა გაბზარული და ცხოველთა დამცველების დახმარების გარეშე ის უდავოდ დაიღუპებოდა.