ხმელთაშუა ზღვაში ამერიკული და რუსული საბრძოლო ხომალდები ერთმანეთს სახიფათო მანძილზე მიუახლოვდნენ
ხმელთაშუა ზღვაში რუსული და ამერიკული საბრძოლო ხომალდები: „იაროსლავ მუდრი“ და ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი Gravely, ერთმანეთს სახიფათო მანძილზე მიუახლოვდნენ.
ამასთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომ შეერთებული შტატების ხომალდმა საერთაშორისო საზღვაო წესები დაარღვია.
რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ამერიკული საბრძოლო ხომალდი რუსულ გემს 60 მეტრის მანძილზე მიუახლოვდა.
რუსულ სამხედრო ხომალდებს და ნატოს წევრი სახელმწიფოების გემებსა და თვითმფრინავებს შორის ბოლო დროს შავი, ხმელთაშუა და ბალტიის ზღვის აკვატორიაში ინციდენტები გახშირდა.