აშშ-ში ჰილარი კლინტონის მიმოწერა გამოქვეყნდა

აშშ-ში ყოფილი სახელმწიფო მდივნის და პრეზიდენტობის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის მიმოწერა გამოქვეყნდა.
მიმოწერის დიდი ნაწილი მასსა და უფლებადამცველ ორგანიზაციას – Judicial Watch-ს ეთმობა.
გარდა ამისა, გამოქვეყნდა კლინტონისა და მისი ყოფილი თანაშემწის, ჰიუმა ებედინის მიმოწერა. ერთ-ერთ წერილში, რომელიც კლინტონმა 2009 წლის მარტში გააგზავნა, ის წერს, რომ მას წარმოდგენა არ აქვს, თუ რა ხდება მის პირად საბუთებთან დაკავშირებით და ვინ მუშაობს მის სამუშაო ფაილებთან.
კიდევ ერთ წერილში კლინტონი თანაშემწესთან დაცული ელექტრონული საფოსტო ყუთის გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს. კლინტონი წერს, მას ეჭვი ეპარება, რომ ამ შემთხვევაში მისი კორესპონდენცია დაცული იქნება.
კლინტონის ელექტრონულ ფოსტასთან დაკავშირებით სკანდალი 2015 წელს ატყდა. გაირკვა, რომ კლინტონი სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნისას სამსახურებრივი მიმოწერისთვის პირად ელექტრონულ ფოსტას იყენებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი ფოსტა ჰაკერებმა გატეხეს, ხოლო წერილები „ვიკილიქსს“ გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები